-ბებოოოო…. დედაჩემი უფრო გიყვარს თუ მე?

ბებო
-ბებოოოო…. დედაჩემი უფრო გიყვარს თუ მე?
-შენ ბებო
-მე რატომ?
-იმიტომ,რომ დედაშენის შვილი ხარ
-ანუ დედიკო უფრო გიყვარს
-არა, შენთქო …
-ვერ გავიგე
-გაუგებარი რა არის?

-ის, რომ იმიტომ გიყვარვარ, რომ დედაჩემის შვილი ვარ, სხვისი , რომ ვიყო არ გეყვარებოდი?
-მერე ჩემიც ხომ არ იქნებოდი?
-ანუ იმიტომ არ გიყვარვარ, იმიტომ რომ მე ვარ კარგი, იმიტომ, რომ შენი შვილისშვილი ვარ?
-ხო, მაგრამ ხომ მიყვახარ
-ხო! კარგი მივხვდი მგონი, ბეე მშია.. რამეს მაჭმევ?
-კი ბე ახლავე, ჩემ დანახვაზე სულ საჭმელზე, რატომ ფიქრობ?
-იმიტომ,რომ შენ სულ მაჭმევ, სულ მივლი, სულ მეფერები, სულ ჩემზე ფიქრობ, ხანდახან ვფირობ ,რომ შენ უფრო გიყვარვარ ვიდრე მე შენ, მაგრამ ასე არა…
-არა ჩემო პატარა ჩემზე მეტად შენ ვერ გეყვარები.
-ეს შენ გონია, რომ ესე, აბა , რატომ გეტმასნები ყოველთვის შენ, აბა რატომ გექცევი ასე? აბა, რატომ მენატრები ხოლმე? როცა მიჭირს რატომ მახსენდები?
-იცი, რომ გიგებ და იმიტომ.
-რატომ?
-იმიტომ,რომ დედაშენს უყვარხარ ძალიან, იმიტომ, რომ სულ შენზე მელაპარაკება, იმიტომ, რომ სულ შენი პრობლემები უჭირს იმიტომ, რომ ერთად გაგზარდეთ. ჩემი პირველი შვილიშვილი ხარ, იმიტომ, შენ დედაშენის დარდი ხარ და დედაშენის დარდი ჩემი დარდია.
-ანუ მაინც იმიტომ ხდება ყვეფერი, რომ დედაჩემის შვილი ვარ?
-არა
-კი ბებო, კი
-ვაიმე გადამრევს ეს ბავში
-შენ გადამრიე, თეთრზე მეუბნები შავიაო
-ვაიმე რა თაობა ხართ, მაინც არაფერი გესმის.
-მესმის, მაგრამ სწორად, როცა მიხნი… მიყვახარ ოღონდ იმიტომ არა, რომ დედაჩემის დედა ხარ. იმიტომ ,რომ ბებიაჩემი ხარ.
-ხომ ხედავ შენით გაეცი პასუხი, მეც იმიტომ, რომ ჩემი შვილიშვილი ხარ, ვიღაც, რომ ვიყო ხომ არ გეყვარებოდი?
-კიიი, ჩემი მასწავლებელი ხომ მაინც იქნებოდი სკოლაში?
-ვაიმე რა ხარ შენ, ის და ეს სიყვარული სხვადასხვაააა
-არა ბებო შენ სხვანაირად გვასწავლიდი სკოლაში
-თავი დამანებე ახლა, მიყვახართქოოო
-კარგი ხო, მიყვახარ მეც … მაჭამე ახლა… მშია…