19 წლის მოდელის მიერ შესრულებულმა "Hallelujah"-მ ჟიურის წევრები პირდაღებული დატოვა

31 აგვისტოს ბრიტანეთში X Factor-ის ახალი მეათე სეზონის პრემიერა შედგა. წელს უმნიშვნელო ცვლილებებია შოუში: თუ ადრე კონკურსანტებს სიმღერის შესრულება ხალხის წინაშე უწევდათ, ამჯერად მათ მხოლოდ ოთხი ჟიურის წევრი აფასებს. ასევე ცვლილებაა ჟიურის შემადგენლობაში - მომღერალი ტულისა კონტოსტავლოსი შერონ ოსბორნმა შეცვალა. შერონისთვის ბრიტანული X Factor-ი ახალი სულაც არ არის, ვინაიდან ის წინა წლებში რამდენიმე სეზონის განმავლობაში ჟიურის წევრი იყო.



მეათე სეზონის პირველ ეპიზოდში ჟიურის წინაშე საკმაოდ საინტერესო მონაწილეები წარსდგნენ, მათ შორის იყო 19 წლის მოდელი ჯეი სტარი, რომელმაც გადაწყვიტა, ალექსანდრა ბარკის მიერ შესრულებული "Hallelujah" თავისი ინტერპრეტაციით ემღერა. ჯეი სტარის მიერ შესრულებული "Hallelujah" იმდენად მოულოდნელი იყო ჟიურისთვის, რომ მათ გაოცება ვერ დამალეს.