10 რჩევა 35 წელს გადაცილებული ქალებისთვის


ეს რჩევები იმ ქალებისთვის არის, ვინც ე.წ. ბალზაკის ასაკში შეაბიჯა და გადააბიჯა კიდეც მას. ქალბატონებო, ამ 10 წესის გათვალისწინება და მეტიც, ყოველდღიურობაში დანერგვა ნამდვილად ღირს. 
1. რაც უნდა ხანგრძლივი და მხიარული იყოს მეგობრების შეკრება, ყველაფერი გააკეთე იმისათვის, რომ დილით საკუთარ ლოგინში გაიღვიძო. 

2. ორცხობილასა და ვაშლს შორის არჩევანი გააკეთე წყალზე.


3. თუ საათი შუაღამეს აჩვენებს, შენ კი თავი გაქვს დასაბანი, გასაკეთებელი გაქვს ეპილაცია და მანიკიური – არჩევანი გააკეთე ძილზე, რადგან ზედმეტი თმა ფეხებზე შეიძლება სამოსით დაფარო, თმა – შეიკრა, ფრჩხილებზე ტრანსპორტშიც გადაისვა უფერო ლაქი, მაგრამ ვერანაირად ვერ შენიღბავ გათანგულ, უძილარ სახეს. ამიტომაც ყოველთვის აირჩიე ძილი.

4. იმოგზაურე. გამოიყენე ამისთვის ყველა შემთხვევა. ახალი შთაბეჭდილებები – ეს ერთადერთი საშუალებაა, გამოცდილება ისე შეიძინო, რომ არ დაბერდე.

5. იქამდე, სანამ სიტუაციას შეაფასებდე, დასვი შეკითხვა: "არის კი ეს ჩემი საქმე?" შემდეგ კი მოკეტე და გააგრძელე მუშაობა.

6. არაადეკვატურ ადამიანზე დროისა და ემოციების დახარჯვას გამართლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ შენ ექიმი ხარ, ის კი – პაციენტი, რომელიც ამაში ფულს გიხდის.

7. ბობოქარ რომანსა და ფულის შოვნის შესაძლებლობას შორის აირჩიე მეორე. 

8. კამათში იბადება არა ჭეშმარიტება, არამედ შაკიკი. დროულად წარმოთქმული "როგორც შენ იტყვი" უამრავ დროსა და ნერვებს დაგიზოგავს.

9. მარტოობაში გატარებული რამდენიმე დღე უკეთ მუშაობს, ვიდრე სპა-სალონი.

10. არცერთი მამაკაცი არ ღირს იმად, რომ არაკომფორტული ფეხსაცმლით იარო.