Eurosport-მა გიორგი ჭანტურიას ქართველი მესი უწოდა



გიორგი ჭანტურია ოფიციალურად “ვერონას” ფეხბურთელია. ამის შესახებ ინფორმაციას Eurosport ავრცელებს და სათაურში ჩვენებური მოხსენიებული ჰყავს, როგორც “ქართველი მესი”.
21-წლის თავდამსხმელმა ნახევარი სეზონი რუმინულ “კლუჟში” გაატარა, თუმცა მაშინაც გადაწყვეტილი იყო, რომ გიორგი სერია ა-ში უნდა გადასულიყო.
კლუჟის ხელმძღვანელობა ჭანტურიას წარმატებას უსურვებს ახალ გუნდში.