ელენე კაკაბაძის გამომწვევი ფოტოები


მსოფლიოში სახელგანთქმულ ბრენდის, Playboy-ს ქართულ ანალოგს დრამატული ისტორია აქვს. ჟურნალი "მენტალურად მიუღებლობის" გამო საზოგადოებამ გარიყა. მაშინ ითქვა, რომ "ერი ამისთვის მზად არ არის" და რომ "ჩვენი გოგონები ასეთები არ არიან"... მოკლედ, ჟურნალში დაბეჭდილ "ცხელ" გოგონებზე მაშინ მთელი საქართველო ალაპარაკდა და ცხარე კამათმა არც მეტი, არც ნაკლები, გავლენიანი ქართულ პოლიტიკურ თოქ-შოუშიც კი გადაინაცვლა...


ასე იყო თუ ისე, ერი შეჯერდა, რომ Playboy "ქარველებს არ გვეკადრებოდა" და იმის გამო, რომ მისი ყიდვა დიდ სირცხვილად იქნა მიჩნეული, ჟურნალი დაიხურა.

ასეთი დრამატული წარსულის მიღმა Playboy-ს ქართული გამოცემის პრიალა ფურცლებზე რამდენიმე თამამი გოგონას შიშველი ფოტოები მაინც დარჩა. Adami.ge, რომელიც საქართველოში ერთადერთი საიტია მამაკაცებისთვის, პერიოდულად შემოგთავაზებთ გოგონებს, რომლებმაც Playboy-სთვის იპოზირეს. სერიას კი ვხსნით გოგონათი, რომელის სახელი და გვარი, ელენე კაკაბაძე, შესაძლოა, არაფერს გეუბნებოდეთ, მაგრამ თუ გეტყვით, რომ ეს არის ლამაზმანი "ჯეობარიდან", მიხვდებით, თუ ვისზეა საუბარი...

ელენე კაკაბაძე ქართულ ტელესივრცეში ყველაზე თამამი და გამომწვევი რეალითი შოუს, "ჯეობარის" ეთერით გამოჩნდა. გოგონას "კოჭებში ეტყობოდა" სითამამე, მაგრამ ვინაიდან ის ძალიან სექსუალურია, მას კოჭებზე არავინ უყურებდა...

ელენეს მალევე გამოუჩდნენ ფანები ქართულ ინტერნეტსივრცეში, და მისით მონუსხულმა ბიჭებმა მომავალ თაობას ელენეს მონაწილეობით საინტერესო არქივიც შემოუნახეს. 

ის, რაც რეალითი შოუს კამერებმა "გაკვრით" აღბეჭდა, Playboy-ს ქართულმა გამოცემამ ჟურნალის პრიალა ფურცლებზე ბევრად პროფესიონალურად ასახა. ასე აღმოჩნდა "ჯეობარელი შიშველი ელენე" Playboy-ს ერთ-ერთი პირველი ქართველი ვარსკლავი. 

Adami.ge გთავაზობთ ფოტო და ვიდეომასალას, რომელშიც ელენეს ფიზიკური მონაცემები საკმაოდ კარგად არის წარმოჩენილი.

P.S. ელენე კაკაბაძე ამჟამად დაოჯახებულია.