„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი ალი ბაბაევი ბაქოში, ქართველი დეპუტატების „მოგზაურობის“ დეტალებზე საუბრობს.
„ბაქოს აეროპორტში და სხვაგანაც ბევრი მეგობარი მყავს და ვადასტურებ, რომ ნადირაშვილი და ჯაფარიძე საბაჟოზე 3-4 საათის განმავლობაში მართლა ჰყავდათ დაკავებული! საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონმა თეიმურაზ შარაშენიძემაც დაადასტურა, რომ „ნაციონალები“ 4 საათის განმავლობაში ჰყავდათ გაჩერებული საბაჟოზე, რადგან მათ აღმოაჩნდათ დიდი ოდენობით შავი ფული! საქართველოს ელჩი არ არის ის ფიგურა, რომელიც ტყუილს იტყვის.
რა თქმა უნდა, ფული ჩამორთმეულია! ახლა ვარკვევ, ვისი იყო ის თეთრი „ჯიპი“, რომლითაც ნადირაშვილი და ჯაფარიძე ბაქოში გადაადგილდებოდნენ. არ მგონია, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამ საქმეში ჩარეულიყო და „ნაციონალებისთვის“ ხელი დაეფარებინა! დიახ, სწორედ „ნაციონალები“ - ბოკერია, თარგამაძე, კანდელაკი იყვნენ ბაქოში წასული აზერბაიჯანის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს და ალიევის წინააღმდეგ მუშაობდნენ, რაც პრეზიდენტმა ალიევმა მშვენივრად იცის! უნდა შეიქმნას სერიოზული საგამოძიებო კომისია, რომელიც აზერბაიჯანის მხარესთან ერთად გამოააშკარავებს „ნაციონალების“ დანაშაულებრივ სქემას“, - განაცხადა ბაბაევმა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.