რეჟისორი რობერტ სტურუა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მორიგ პოსტს აქვეყნებს.

„გუშინ წვიმის დროს დავსველდი და დამეცა ტოტი. წავისვი იოდი და გადავიკარი ბინტი. დამიჯდა 7 ლარი. ტელევიზია და გაზეთები მალავენ, რომ ათასობით გლეხს უფასოდ მოუხნეს მიწა და საჭირო სათესლე მასალაც მიართვეს. მეც მოვითხოვ ნაკაწრის ანაზღაურებას. ჩეკი მაქვს. შარვალი და ფეხსაცმელი მიყიდოს ივანიშვილმა, თუ არა და ბოკერიას მივცემ ხმას... და იმ საზიზღარ თბილისის ყოფილ მერს, მელიაა თუ მგელუა! ამ!“,-წერს სტურუა.