ანჟელიკა ვარუმის მამა, კომპოზიტორი იური ვარუმი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ აშშ-ში გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას მისი სიძე, რუსული ესტრადის ვარსკვლავი ლეონიდ აგუტინი ფეისბუქის მეშვეობით ავრცელებს.
„უბედურება დაგვემართა, იური ვარუმი გარდაიცვალა. მისი თავი დაუნდობელმა სენმა წაგვართვა, გადარჩენის შანსები ნოლის ტოლი იყო.
ის ჩვენი სულიერი მწვრთნელი იყო, ჩვენი სიმართლე და ჩვენი ბრძნული რჩევები იყო, ძალიან გვიჭირს ყველას, მაგრამ განსაკუთრებით განიცდის ჩემი ცოლი“ - წერს აგუტინი