გია ვოლსკი ზურაბ ჯაფარიძეს: გააჩერე ენა ბოლოს და ბოლოს!



გია ვოლსკი და ზურაბ ჯაფარიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის დეპუტატები ქვეყნის ბიუჯეტის განხილვისას ვერ შეთანხმდნენ. ვოლსკის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ქვეყანას ვალები დაუტოვა, უმრავლესობის დეპუტატის განცხადებას ზურაბ ჯაფარიძემ ტყუილი უწოდა:


 „გააჩერე ენა ბოლოს და ბოლოს, გამოთიშეთ რა მიკროფონი ან რაღაც ქენით!“- განაცხადა გია ვოლსკიმ ჯაფარიძის მისამართით.

ვოლსკის რეპლიკამ უმცირესობის დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია.

„გააჩერე ენა“ - ეგრე ელაპარაკე ძმაკაცებს. მე თქვენი მეგობარი არ ვარ და ეგეთი ტონით არავინ მელაპარაკება“, - მიმართა ზურაბ ჯაფარიძემ ვოლსკის.