გაიწმინდეთ სახე სახლის პირობებში და მოიკელით სამი წელი სამ თვეში!


ამ ჯადოსნური რეცეპტის წყალობით გადასარევ ეფექტს მიიღებთ. წმენდს სახის ფორებს, კანი ხდება გლუვი და პრიალა. საჭიროა ორი სუფრის კოვზი მშრალი რძე. ნახევარი ჩაის კოვზი მშრალი ჯანჯაფილი. ორი სუფრის კოვზი შვრია. წყალი.

მომზადების წესი:

პირველი ნაბიჯი: აურიეთ მშრალი რძე, ჯანჯაფილი და შვრია საშუალო ზომის თასში. დაუმატეთ ცოტა წყალი, ისე რომ მიიღოთ სქელი მასა.


მეორე ნაბიჯი:
წაისვით გამზადებული მასა წრიული მოძრაობებით სახეზე და მალევე ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიწმინდეთ სახე პირსახოცით. თუ მშრალი კანი გაქვთ, წაისვით დამატენიანებელი კრემი.
სახე გაიწმინდეთ თვეში ერთხელ, სამი თვის განავლობაში. შემდეგ შეისვენეთ და ორი თვის შემდეგ გაიმეორეთ კურსი.

ავტორი: ლილუ მიროტაძე