ტოროშელიძის პირველი კომენტარი სკანდალურ სტატუსზე

მომღერალმა და "იქს ფაქტორის" ჟიურის წევრმა სოფო ტოროშელიძემ "ფეისბუქზე" შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: " ჰომოსექსუალებო, რაღაც ძალიან გამრავლდით და სააშკარაოზე გამოფინეთ ყველაფერი. არა, საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს, მართლა ოღონდ. ვისაც როგორ უნდა, ისე იცხოვროს, მე არ მაქვს უფლება მეორე ადამიანი ვაკრიტიკო, იმიტომ რომ ხვალ შეიძლება გათენდეს და ყველაფერი დამემართოს მე თვითონ. უბრალოდ, რაღაც უჩვეულოდ ბევრნი ხართ"


Ambebi.ge სოფო ტოროშელიძეს დაუკავშირდა და პოსტის გამოქვეყნების მიზეზი ჰკითხა.


- სოფო, თქვენს პოსტთან დაკავშირებით გირეკავთ. რითი შეგაწუხეს ჰომოსექსუალებმა?
- არაფრით არ შემაწუხეს საერთოდ. მეტსაც გეტყვით, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ჰომოსექსუალი. პოსტში ვწერ კიდევაც, რომ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. რაღაც სცენას შევესწარი და გამიკვირდა უბრალოდ, 21-ე საუკუნეა და რა პრობლემაა.

- რა სცენას შეესწარით?
- რომ მდომოდა, დავწერდი. ასე სააშკარაოზე გამოტანილი ცხოვრება არ მინახავს. თორემ ჰომოსექსუალიზმის საწინააღმდეგო რა უნდა მქონდეს?