მარიამთან ნაჩხუბარმა თორნიკე ყიფიანმა ტვინის შერყევა მიიღო

თორნიკე ყიფიანმა თავისი მეუღლე, მარიამ სოსელია ხმის ჩამწერ სტუდიაში გაიცნო. მასთან ურთიერთობა ახალი დაწყებული ჰქონდა, როდესაც ერთი ინციდენტი შეემთხვა. ამის შესახებ ის გაზეთ "პრაიმტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ჰყვება.

თორნიკე ყიფიანი: - ამ ისტორიის მრცხვენია, მაგრამ მაინც მოვყვები. მე და მარიამი ნაჩხუბრები ვიყავით და მინდოდა მისთვის რომანტიკული სიურპრიზი გამეკეთებინა. წერილი დავწერე და სახლთან მივაკითხე. მინდოდა ფანჯარაზე გამეკრა.
მეორე სართულზე ცხოვრობდა და საწვიმარ მილზე ავძვერი, მაგრამ ეს მილი მოძვრა და ძირს ჩავვარდი. მოვიტეხე ფეხი, ტვინის შერყევა მივიღე, წერილი გაფრინდა. ხმაური მარიამის დას გაუგონია. მე გათიშული ვეგდე. მერე ექვსი თვე მაკითხავდა მარიამი საავადმყოფოში. საავადმყოფოს პალატაში დავახლოვდით. კარგად იქ გავიცანი. მოდიოდა და მოჰქონდა ხილი... რომ გამოვჯანმრთელდი და ფეხზე დავდექი, მალევე ცოლადაც შევირთე.