როგორ მივხვდეთ შხამიანია თუ არა გველი - თბილისში გველები მომრავლდნენ

უკანასკნელი დროის მანძილზე საზოგადოება დედაქალაქში გველების მომრავლების საკითხზე ალაპარაკდა. ამ ინფორმაციამ ბევრი ადამიანი შეაშფოთა.

უკანასკნელი დროის მანძილზე საზოგადოება დედაქალაქში გველების მომრავლების საკითხზე ალაპარაკდა. ამ ინფორმაციამ ბევრი ადამიანი შეაშფოთა.

რა მდგომარეობაა დედაქალაქში, აქვს თუ არა მოსახლეობას პანიკის საფუძველი, ძირითადად რომელ უბნებში გვხვდება ქვეწარმავლები, ამის შესახებ „პრაიმტაიმთან" შინაური და გარეული ცხოველების კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა თემურ ფხალაძემ ისაუბრა.


„ეს სამსახური ორი წელია რაც შეიქმნა. მოსახლეობა რაც მეტად იგებს, რომ არსებობს, რა თქმა უნდა მეტი გამოძახებაც არის. ტემპერატურის მომატებასთან ერთად გველებიც გააქტიურდნენ. შესაბამისად, მოსახლეობის მხრიდან ზარებმაც იმატა. თუმცა, საგანგაშო სიტუაცია არ არის. გამოძახებები მეტ-ნაკლებად დედაქალაქის ყველა უბნდიდან არის. თუმცა, გარეუბნებში უფრო მეტად. ამას წინათ შემთხვევა იყო ნუცუბიძეზე. სადაც გველი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე, აივანზე იპოვეს. ანკარის ჯიშის იყო. არის გამოძახებები თბილისს დაქვემდებარებული სოფლებიდან. რამდენიმე დღის წინ კოჯორიდან დარეკეს. ჩვენი თანამშრომლები რომ მივიდნენ, გველი აღარ დახვდათ.

უკვე დაახლოებით 270 გამოძახება იყო. აქედან, დაახლოებით 120-150 გველია დაჭერილი. არის შემთხვევი, როცა გველი ჰგონებიათ, შეშინებულებს დაურეკავთ და ადგილზე ხვლიკი უპოვიათ. საბედნიეროდ დაკბენის შემთხვევბი არ ყოფილა. სამსახურის მიერ დაჭერილი გველებიდან არც ერთი არ ყოფილა შხამიანი.

თბილისში შხამიანი გველი ჯერ არ დაფიქსირებულა. თუ არაშხამიანი დაკბენს ადამიანს, პრობლემა არ არის. ეს ძალიან დიდი შოკია, მაგრამ ასეთი ნაკბენი საშიში არ არის.

უშხამო გველის დაკბენის დროს ადამიანს ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს ათასობით ნემსი შეერჭო. უშხამოს ენაზე ძალიან ბევრი წერტილები აქვს, შხამიან გველს ორი კბილი აქვს. შხამიანის ნაკბენი სხვა სურათია. ის ძალიან საშიშია. ნაკბენი ადგილი მაშინვე შესივდება და ადამიანს აუტანელი ტკივილები დეწყება", - აცხადებს ფხალაძე.