10 მიზეზი, რის გამოც ტვინი ცუდად მუშაობს

1. უძილობა - მეცნიერების ვარაუდით, ბოლო 100 წლის მანძილზე ადამიანმა ძილის დრო 20 პროცენტით შეამცირა. 


უძილობა გლობალურ პრობლემად იქცა. უძილობის შედეგად ადამიანი არის მოთენთილი, "გაშტერება" ემართება, უჭირს სწრაფი კონცენტრირება. ხშირი უძილობის დროს ტვინის უჯრედები კვდომას იწყებას. 



2. საუზმეზე უარის თქმა



დილის კვების გამოტოვებაც უარყოფითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე. უზმოზე ადამიანი საკვებისგანაც ღებულობს ენერგიას და უჭმელობა სისხლის დონეს შაქარში დაბლა სწევს. ტვინი ვერ იკვებება და შესაბამისად, ვერც მუშაობს. 



3. ჭარბი შაქარი 



ყველასათვის ცნობილია, რომ ტკბილი საუკეთესო მკვებავია ტვინისთვის, განსაკუთრებით, შოკოლადი, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ. ზედმეტი შაქარი ხელს უშლის ტვინს სხვა სასარგებლო ნივთიერებების მიღებაში. 



4. სტრესი



ძლიერი ფსიქოემოციური დაძაბულობა ნეირონებს შორის კავშირს წყვეტს, რომლის დროსაც მიზეზ-შედეგობრივი კავშირების აღდგენა რთულდება. სტრესი უარყოფითად მოქმედებს მეხსიერებაზე, ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე, კონცენტრაციაზე. ამიტომაა, რომ სტრესის დროს გვიჭირს ზოგიერთი დეტალის გახსენება და საქმეზე კონცენტრირება. 



5. ანტიდეპრესანტები და ძილის წამალი



ზოგიერთი ანტიდეპრესანტისა და ძილის წამლის მოხმარება მეხსიერების დაქვეითებას (ზოგჯერ ამნეზიამდე) იწვევს. აგრეთვე, შეუძლია ტვინის მუშაობის შეფერხება. 



6. სიგარეტი



ფრაზის - სიგარეტი მავნეა თქვენი ჯანმრთელობისთვის - გაგონებისას ჩაშავებულ ფილტვებსა და გაფუჭებულ კბილებს წარმოიდგენთ, მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ სიგარეტი აგრეთვე დამღუპველად მოქმედებს ტვინზე. ნიკოტინი ტვინში სისხლძარღვების შევიწროებას იწვევს, რასაც შეიძლება ალცგეიმერის დაავადება მოჰყვეს. 



7. მზე



მზის ნაკლებობა ცუდად მოქმედებს ტვინზე, რადგან მზის შუქი არეგულირებს სისხლის მიმოქცევას და მისი ზეგავლენით ორგანიზმი სეროტონინს - ბედნიერების ჰორმონს გამოიმუშავებს. 



8. წყალი



წყლის ნაკლებობა აფერხებს ტვინის მუშაობას. ადამიანს უჭირს ინფორმაციის დამახსოვრება-გადამუშავება. სასურველია, ვინც გონებრივი სამუშაოთი ხართ დაკავებულები, დღეში 2 ლიტრი წყალი სვათ. 



9. ინფორმაციის ნაკლებობა



დროთა განმავლობაში ტვინში უამრავი ინფორმაცია გროვდება, მაგრამ ეს არ აუმჯობესებს მეხსიერებას. პირიქით, ზედმეტ ინფორმაციას ზოგიერთი მოვლენის, ფაქტის მეხსიერებიდან "ამოგდება" შეუძლია. 



10. მრავალინფორმაციულობა



უამრავი ინფორმაციის მიღებისას ადამიანი ვერც ერთს ვერ იმახსოვრებს წესიერად; მხოლოდ ზედაპირულად და ისიც მხოლოდ ნაწილობრივ.