"ნუ მაიძულებს გურამ გირგვლიანი, კასრზე დავაწყობინო ფულები, რაც თავისი შვილის მკვლელობის საკომპენსაციოდ აიღო"


დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და სანდრო გირგვლიანის მამას მიმართავს. ადვოკატი აცხადებს, რომ შვილის მკვლელობის საკომპენსაციოდ გურამ გირგვლიანს თანხა აქვს აღებული.

"მოვუწოდებ ბატონ გურამ გირგვლიანს, შეწყვიტოს "ზრუნვა" ჩემს ფსიქიკურ ჯანმრთლობაზე და მიხედოს საკუთარ ალკოჰოლურ დამოკიდებულებას!


ნუ მაიძულებს ვუჩივლო სასამართლოში და კასრზე დავაწყობინო ის ფულები, რაც მისი შვილის მკვლელობის საქმეში საკომპენსაციოდ აქვს აღებული!

ბატონი გურამ გირგვლიანი პრესით ავრცელებს აჭორებს და ცრუ უინფორმაციას, თითქოს წინა წლებში ვიყავი გასამართლებული და ვიხდიდი სასჯელს.

ეს ისეთივე სიმართლეა, როგორც ის, რომ კუდ–ის თანამშრომლებმა აწამეს და მოკლეს მისი შვილი!

ამიერიდან ბატონი გურამ გირგვლიანი ჩემგან მიიღებს ადეკვატურ რეაქციას საკუთარ აღვირახსნილ ქმედებებზე!"