ალეკო ელისაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის არჩევისას, გია ალიბეგაშვილს მხარი არ დაუჭირა

გიორგი ალიბეგაშვილი ალეკო ელისაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა საკრებულო ამ ეტაპზე პერსონალურ ავტომობილებზე უარს ვერ იტყვის. როგორც თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თავმჯდომარედ არჩევამდე გიორგი ალიბეგაშვილმა დეპუტატ ალეკო ელისაშვილის ინიციატივის პასუხად განაცხადა, საკრებულომ საზოგადოებას უნდა აჩვენოს, რომ სამუშაოს რასაც გააკეთებს, მოქალაქეების სამსახური იქნება.

"ჩვენ ჩვენი საქმე, რომელიც უნდა შევასრულოთ, იმ საქმეში თუ დაგვჭირდება რა თქმა უნდა, ავტომობილებზე უარს ვერ ვიტყვით. ღმერთმა ქნას, ისეთი იდეალური და მშვიდი სახელმწიფო შეგვექმნას, რომ მართლა ველოსიპედებით გვევლოს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი პოზიცია ასეთია", - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

საკრებულოს სხდომაზე ალეკო ელისაშვილი ინიციატივით გამოვიდა, რომ საკრებულომ უარი თქვას პერსონალურ ავტომობილებზე.