"რევანშიზმის დედას ალბათ უკვე ფსიქიატრი თუ უშველის" - დავით საყვარელიძე თეა წულუკიანზე

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე ედუარდ შევარდნაძის შესახებ იუსტიციის-მინისტრ თეა წულიკიანის განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

"თეა წულუკიანმა დღეს მაინც ყველა რეკორდი მოხსნა ექსპრეზიდენტ შევარდნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში: კარგია, ნაციონალების რეჟიმის დასასრულს რომ მოესწრო ედუარდ შევარდნაძე"-ო)). რევანშიზმის დედას ალბათ უკვე ფსიქიატრი თუ უშველის, თანაც ძლიერი) გულწრფელად თანავუგრძნობ ქალბატონ თეას! წარმოგიდგენიათ რამოდენა ტრავმა მიიღო ალბათ 2003 წელის რევოლუციის დღეებში და შემდეგ წლებშიც რამდენი იწვალა. როგორ მტკივნეულად განიცდიდა ქართული სახლემწიფოს ყოველ წინსვლას; ასეთი ზიზღით ცხოვრებასაც ხომ უნდა ნერვები და ჯანმრთელობა...) აი როგორც 


იქნა ეხლა გაუჩნდა საშუალება რევანშის და შურისძიების, დროები, მაგრამ მაინც) რა იცის წინ კიდევ რა მძიმე განსაცდელები ელის, როდესაც ამ უნამუსოებს და უუნაროებს სულ კინწიკვრით გავყრით!;) თუმცა თეა წულუკიანის ეს ნათქვამი არაჩვეულებრივად ასახავს "ქართული ოცნების" სულისკვეთებას. ადრე გვყავდა მოსკოვში "გაზრდილი" საბჭოთა მმართველი და მისი ამქარი, ხოლო ახლა მოსკოველი ოლიგარქი წინა მმართველის ამქარის შთამომავლებით მოგვევლინა...", - წერს საყვარელიძე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შესახებ ბლოგი გამოაქვეყნა. როგორც წულუკიანი წერს, კარგია, რომ ყოფილი პრეზიდენტი "ვარდების ხელისუფლების" სცენიდან გაყვანას, ადამიანების თავისუფლად ამოსუნთქვას და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას მოესწრო.