რა შენიშვნა მისცეს დარბაზიდან ნუცა ბუზალაძეს (ვიდეო)

„ახალი ტალღა 2014" -ის ქართველ გამარჯვებულს პრიზი 50 000 ევრო იგორ კრუტოიმ გადასცა. „მინდა ჩვენს გამარჯვებულს წარმატებული მომავალი ჰქონდეს, უამრავი სიმღერით, მაყურებლით, ანშლაგებით", - განაცხადა მან.

ნუცამ სამადლობელო სიტყვა ინგლისურად წარმოსთქვა. რასაც დარბაზში ზოგიერთის შენიშვნაც მოჰყვა - „რუსულად"!
განსაკუთრებული მადლობა მან თავის პროდიუსერებს მამულიჩას და ლელა წურწუმიას გადაუხადა, ასევე დედას და ჟიურის წევრებს. ბოლოს კი ქართველმა მომღერალმა რუსულთან დაკავშირებული შეძახილიც გაითვალისწინა და რუსულად შემდეგი სიტყვები წარმოსთქვა: „მადლობა ალექსანდრე რევზინს და თქვენ ყველას, ძალიან მიყვარხართ ყველანი".