იაშვილის კლინიკაში ექიმები ბავშვის გადარჩენას ცდილობენ - ახალშობილი სასქესო ორგანოს გარეშე დაიბადა

იაშვილის კლინიკაში ექიმები ბავშვის გადარჩენას ცდილობენ. პატარა ნაძალადევის რაიონში პირველ სამშობირო სახლში დაიბადა, თუმცა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ახალშობილი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

ახალშობილს გამოკვლევები ესაჭიროება. მის დასახმარებლად ანგარიშის ნომერი გახსნილია „თი-ბი-სი“ ბანკში: GE-42TB7003299365100011. 

როგორც news.ge-ს კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს ახალშობილი სასქესო ორგანოს გარეშე დაიბადა და ამ დროსათვის, მას ორივე თირკმელი გათიშული აქვს.


„ახალშობილი სხვა კლინიკაშია დაბადებული და შემდეგ ჩვენთან გადმოიყვანეს. ჩვილს პათოლოგიები აქვს, მის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი გამიჭირდება, ახლა გამოკვლევები უტარდება.  მდგომარეობა მძიმეა", - აცხადებენ კლინიკაში.

როგორც სააგენტო „კვირას“ ჩვილის დედამ განუცხადა, მის  შვილს თირკმელის გადანერგვა ესაჭიროება.

„ექიმები მეუბნებიან, რომ მდგომარეობა უიმედოა. ჩემს შვილს თირკმელის გადანერგვა ესაჭიროება. როგორც მითხრეს, საქართველოში ჩვილის თირკმელის შეძენა ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. თურქეთში გვირჩიეს ბავშვის წაყვანა. ახლა გამოკვლევები უტარდება და შედეგებს სტამბოლის საავადმყოფოში გადავაგზავნით. ამისთვის კი საზოგადოების მხარდაჭერა გვჭირდება“, – ამბობს ნათია.

ამასთან ბავშვის დედა აცხადებს, რომ ორსულობის საწყის ეტპზე გარკვეული პრობლემები ჰქონდა.

„ორსულობის პირველ თვეებში რაღაც პრობლემები მქონდა, მაგრამ მერე ვიმკურნალე. მთელი ორსულობის პერიოდი ნორმალურად მიმდინარეობდა. თუმცა, ექოსკოპიური დათვალიერებისას ბავშვის სქესს ვერ ადგენდნენ, მეუბნებოდნენ, ბავშვი ისეთ პოზაშია, სქესი არ ჩანსო. ჩემთვის სქესს არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. პირველი შვილია და სქესს მნიშვნელობას არ ვანიჭებდი“, – აცხადებს ნათია.

http://news.ge/