ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ტელეკომპანია „იმედის"  საქმეზე,  ყოფილ პრეზიდენტისთვის,  მიხეილ სააკაშვილისთვის  ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
„ჩვენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ვიმედოვნებთ, რომ პროცესი, რომელიც დღეს დაიწყო იქნება სამართლიანი და დასჯის 2007 წლის ნოემბერში დამნაშავეებს, ასევე იმ მოვლებს მოყოლებულ ძალაუფლების ბოროტად არაერთგზის გამოყენებას,
სამართალდამცავ  სისტემასა და ბიზნესზე ზეწოლას და სიტყვის თავისუფლების ჩახშობას. ჩვენ დიდხანს ვიბრძოლეთ იმედთან მიმართებაში, იმ სამართლიანობის აღსადგენად და ძალიან ვწუხვართ, რომ ბადრი ვერ მოესწრო ამ დღეს."- ნათქვამია განცხადებაში.