ის, რაც ეკრანზე არ ჩანს: ანრი ჯოხაძე "X ფაქტორის" ყველაზე უნიჭო კონკურსანტებზე და ნანუკა - ჟიურის ყველაზე "წიწაკა" წევრზე

"X ფაქტორის" მეორე გადაცემას ჟიურის წევრებმა, შემქმნელებმა, მონაწილეებმა და გულშემატკივრებმა აბაშიძეზე, ერთ-ერთ ლაუნჯში ერთად უყურეს. მაყურებელმა გუშინაც არაერთი საინტერესო და სახალისო ნომერი იხილა. გუშინდელ გადაცემაში მაყურებელს განსაკუთრებით ანრი ჯოხაძის შეფასებები დაამახსოვრდა.


ანრი ჯოხაძე (ჟიურის წევრი):
- არავის გავუბრაზებივარ, უბრალოდ, რამდენიმე კონკურსანტი არ მომეწონა. კატეგორიულად აგრესიული ვხდები, როცა მესმის სიმღერა "The final cowntdown". კიდევ იყო რამდენიმე უნიჭო კონკურსანტი, ის ბიჭი, რომელმაც "Summer time" იმღერა. დღევანდელი ტურიდან ირაკლი ალექსიძეს და სოფო ბათილაშვილს გამოვარჩევ, ასევე შოთიკო ტატიშვილს.

- ასე თუ მოგხიბლათ შოთიკომ, რატომ

არ გადაიყვანეთ "სკამების ეტაპზე"?
- სამწუხაროდ, ის ჩემს გუნდში არ იყო. შოთიკო მკვეთრად გამოხატული ტალანტია.

- ეკა ყურშიტაშვილი როგორ მოხვდა ჩაწერაზე?
- ერთ-ერთ კონკურსანტს გულშემატკივრობდა. ძალიან კარგი იუმორი აქვს ეკას და კოხტა მკერდი.

პროექტს უგულშემატკივრა ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმაც.

- ნანუკა, "X ფაქტორმა" ეთერში გასვლისთანავე მოიპოვა პოპულარობა. როგორ ფიქრობ, რაშია პროექტის წარმატების საიდუმლო?
- ამას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი. პროექტმა ბევრი მაყურებელი შეიძინა ბავშვების, მოზარდების, ჯგუფების გულშემატკივრების სახით. ასევე, ძალიან საინტერესო ჟიური ყავს, უკვე ინტრიგაა, ვერთობი.

- ვის შეფასებებზე ერთობი?
- გართობას თუ გულისხმობთ, გიორგი გაბუნიას და ანრის შეფასებებზე ვერთობი. გაბუნია წიწაკაა, ანრიც არ აკლებს, შოუ მოაქვს ამ ყველაფერს. გოგონები უფრო აკადემიურები არიან.

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE