მამა ბასილ მკალავიშვილი ეკლესიის ძირგამომთხრელ ეპისკოპოსებს ამხელს

გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი სამღვლდელოების იმ პირებს ასახელებს, ვინც ღიად თუ ფარულად ეკლესიის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.

„მე კატეგორიულად ვაცხადებ, სანამ სააკაშვილი ხელბორკილებით არ წარდგება ქართველი ერის წინაშე თავის ბანდასთან ერთად, რომლებიც ჯერ კიდევ არიან დარჩენილი, ჩვენ არაფერი გვეშველება, მასაც უნდა მიაყოლონ „ელიტარული“ საზოგადოება, „საამაყო“ მწერლები: ქარუმიძეები, დეისაძეები, ბურჭულაძეები, ტუალეტის მჯღაბნელები, მათი დამფინანსებლები...




 თუ ერის საღმა ნაწილმა არ მიიღო კატეგორიული გადაწყვეტილება, რად გვინდა, საზღვარგარეთელ გარყვნილებზებზე რომ ვსაუბრობთ. ისევ ჩვენი ქართველები არიან ზნედაცემულნი და სამარცხვინონი. მათ უნდა აეკრძალოთ საზოგადოებაში გამოჩენა. როგორ შეიძლება ციხის ბუნტის მომწყობი და 8 კაცის მკვლელი გიგა ბოკერია თავისუფლად დადიოდეს და სახლემწიფო საქმეებში ერეოდეს? ან ბარამიძე, რომელმაც სვანეთში ვერტმფრენიდან რაკეტები დაუშინა უდანაშაულო მოსახლეობას, რასაც მოჰყვა მსხვერპლი. მაგათი დანაშაულების ნუსხზ ისეთი დიდია, ჩამოთვლაც შეუძლებელია, ამიტომ სასამართლოს, მართლმსაჯულებას, არანაირი უფლება არა აქვს თვალები დახუჭოს ამაზრზენ ფაქტებზე და სასჯელი არ მიაგოს. ვინც ამას არ აღასრულებს თვით მათ და მომავალთაობას მოეკითხებათ მათი ცოდვა. ძირითადად ორი დაპირისპირებული მხარე დგას, ერთ მხარეს იობი, იაკობი და მათი თანამოაზრენი, ხოლო მეორე მხარეს ლიბერალი სააკაშვილის თანამოაზრე ეპისკოპოსები. მეუფე იაკობის მკაცრი ქადაგებები ფაშისტური რეჟიმის წინააღმდეგ, ასევე იმ სასულიერო პირთა წინააღმდეგ, რომლებიც უღირსნი არიან თავიანთი ქმედებით ემსახურონ ეკლესიას, უკვე მედიაში ღიად დაუპირისპირდნენ მეუფე იაკობს, ისინი სიმართლეს თვალს ვერ უსწორებენ, ეშინიათ, თრთიანი, რომ ვაითუ ხვალ არ აღმოჩნდნენ სააკაშვილივით მოხეტიალენი. ასეა თუ ისე, სასულიერო პირი, რომელიც კანონიკას არღვევს და არ იქცევა ისე, როგორც ჭეშმარით მსახურს შეეფერება, იმათი ადგილი არ არის ეკლესიაში, რამეთუ ისინი აბრკოლებენ ეკლესიას, ერის წინასვლად.

 თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ვინ უწოდებდა სააკაშვილს აღმაშენებელს – კალისტრატე მარგალიტაშვილი, ვინ გახსნა ფოთში ეკლესია „მიშა მაგარიას“ სიმღერით – ფოთის ეპისკოპოსმა ბერბიჭაშვილმა, პეტრე ცაავა, რომელიც ამბიონიდან მოუწოდებდა მრევლს ხმა მიეცათ სააკაშვილისთვის. გურიის ეპისკოპოსი, რომელმაც დაწყევლა ის გურულები, რომლებიც სააკაშვილს ხმას არ მისცემდა და სხვები, რომლებიც ღიად არ ჩანან და შეფარულად უთხრიან ეკლესიას საფუძველს. ახლა გიპასუხებთ, ეკლესიის ლუსტრაცია როგორ უნდა მოხდეს: ეკლესიის გაწმენდა უღირსი სამღვდელოებისგან მოხდება მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლებაში მოვა დიდი დავითის დარი ხელმძღვანელი, როცა მოიწვევენ რუის-ურბნისის მსგავს კრებას და ეღირსება საქართველოს წმიდა ეკლესია-წმიდა სინოდი“, - განაცხადა მამა ბასილ მკალავიშვილმა „ალიასთან“ ინტერვიუში.