) არასოდეს დაიტოვოთ მაკიაჟი კანზე ღამით.

1) არასოდეს დაიტოვოთ მაკიაჟი კანზე ღამით. ეს ძალიან მავნებელია. ძილის წინ სახე უნდა გასუფთავდეს და დატენაინდეს. ასევე, მაკიაჟის გაკეთების წინ აუცილებელია კანი იყოს სუფთა და დატენიანებული.

2)ზედმეტად ღია ფერის (nude) ტუჩის საცხი.

შეიძლება ეს ვარიანტი ლამაზადაც გეჩვენებათ (განსაკუთრებით რუჯის მოყვარულებს), მაგრამ მისი მოხდენა საკმაოდ ძნელია.


მთავარი პრობლემა აქ ტუჩის საცხის ტონის შერჩევაა. ის არ უნდა იმეორებდეს თქვენი კანის ფერს, თუ რა თქმა უნდა, მსუბუქად მიცვალებულს არ გინდათ დაემსაგვსოთ.

3)მკვეთრი ხაზები თვალის ჩრდილში (მეცნიერულ ენაზე რომ ვთქვათ – ”ლასტოჩკები”:))

მითუმეტეს, როდესაც ვიყენებთ რამდენიმე ფერის ჩრდილს მათი ასე უმოწყალოდ გამოყოფილ ზოლებად წასმას ვიზაჟისტები მსუბუქად რომ ვთქვათ, კოშმარს უწოდებენ. ფერები ერთმანეთში უნდა გადადიოდეს.

3)ზედმეტად ჩაშავებული მიბნედილ-დაბოლი თვალები (smoky eyes)

ზოგადად, ამ სტილის მაკიაჟი საკმაოდ ეფექტურია, მაგარამ ნუ გადაამეტებთ და ნუ იხმართ ზედმეტ შავ ფერს. ცოტა მამაკაცების აზრიც გაითვალისწინეთ, არავის უნდა თვალების ნაცვლად გაურკვეველ შავ ლაქაში ჩახედვა.

4)სტაფილოსფერი ადამიანები-ახალი რასა.

ყველამ ვიცით, რომ ბუნებრივად სტაფილოსფერი ადამაინი არ არსებობს. ამას არც რუჯი ჰქვია, არც ტონალური, არც ბრონზერი. რატომ გინდათ იყოთ სტაფილოსფერი? ვისაჟისტები კვლავ ღაღადებენ, რომ ტონალური უნდა იყოს ჩვენი კანის ფერი, ან ერთი ტონით ღია და არამც დ არამც 9 ტონით უფრო მუქი.
განსაკუთრებით ასეთი ფორმით

5) ხელოვნური წამწამები-ქუთუთოების დამბლა.

ხელოვნურ უზარმაზარ წამწამებში თუ გადაწყვიტეთ სადმე წასვლა, ეცადეთ, ისეთი ზომის შეარჩიოთ, რომ თვალის გახელაში მაინც არ შეგიშალოთ ხელი. თუ გაგიწყრათ მაკიაჟის ღმერთი და ასე წასვლა პიკნიკზე გადაწყვიტეთ, დამიჯერეთ, ქოლგა ან ხის ტოტი გაცილებით უკეთეს ჩრდილს იძლევა.

6)მკვეთრი კონტური (მეცნიერულ ენაზე რომ ვთქვათ- ღობე-გალავანი)

მოგწონთ ეხლა ეს? ვიზაჟისტები კონტურის ფერის ტუჩის საცხის ფერთან ასეთ დისბალანსს დანაშაულს უწოდებენ. მისი ფერი ტუჩის საცხის თუ არა, სულ ცოტა, თქვენი ტუჩის ფერს მაინც უნდა ემთხვეოდეს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი კონტრასტი დიდ შეცდომად ითვლება.

პ.ს.არ წაისვათ ტუჩის საცხი დახეთქილ ტუჩებზე, ის უშნოდ ჩაჯდება ნაპრალებში და უფრო გამოაშრობს მათ, ასე რომ სახესთან ერთად არ დაგავიწყდეთ ტუჩების დატენიანება და მოვლა. (თუ პერსონალური მინი საჰარა გსურთ, მაშინ ნება თქვენია.)

7) ფერუმარილი (რუჟი)

რა ცუდია, როდესაც ქალი ისე გამოიყურება, თითქოს 2 წუთის წინ სილა გააწნეს.
ნუ გადაამლაშებთ რუჟის წასმისას, ის ძალიან მსუბუქად უნდა გემჩმნეოდეთ. მოერიდ ეთმკვეთრ ხაზებს, კარგად გადაანაწილეთ.

ეხლა ცოტა თვალს წყალი დავალევინოთ…

ამ სეზონის ერთერთი აქტუალური თრენდი – ბუნებრივი გრიმი,
რომელიც არასოდეს გადადის მოდიდან. წელს მისი მთავარი პრინციპებია :კანი გამოჩნდეს უფრო ჯანმრთელი და გლუვი. გამოკვეთოს და მსუბუქად გაუსვას ხაზი ბუნებრივ სილამაზეს. ამ თრენდს ხშირად იყენებენ ცნობილი დიზაინერები, შეაფასეთ:..