4 საცხოვრებელი სახლი მიწაში ჩაიმარხა (ვიდეო)

საცხოვრებელი კომპლექსის საძირკველში დიდი ორმო წარმოიქმნა და ერთდროულად 4 სახლი მიწაში ჩაიმარხა. შემთხვევა ჩინეთში, ქალაქ გუანჩჟოუში მოხდა. სახლები მიყოლებით „ჩაიძირა“ მიწაში, დაახლოებით, 10 მეტრის სიღრმეში. თუმცა პირველივე სახლის ჩამარხვის შემდეგ, დანარჩენი სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დროულად მოხერხდა.


ექსპერტთა ვარაუდით, ეს ახალი მეტროს ახალი სადგურის მშენებლობამ გამოიწვია. არის საფრთხე, რომ ანალოგიური ბედი ახლომდებარე კიდევ რამდენიმე შენობას ეწიოს. მეტროს გვირაბი სწორედ მას სიახლოვეს გადის.