რუსი მოდელი ირინა შეიკი კრეიგ ფერგისონს სტუმრობდა, სადაც ირინამ თავის წარმომავლობაზე, სამოდელო კარიერასა და სადებიუტო ფილმ "ჰერკულესზე" ისაუბრა. შუა ინტერვიუს დროს ირინას სილამაზის შემყურე წამყვანს ენა დაება და გულწრფელად აღიარა, რომ მას ასეთი რამ ჯერ არ დამართნია.