ქართველი ემიგრანტი, რომელიც ფულს ვირთხებით შოულობს - იტალიელი მძღოლების ძარცვის უნიკალური მეთოდი

ექსტრასენსს და პარაფსიქოლოგს იმაზე მეტი ადამიანი ანდობს საკუთარ მომავალს და ჯანმრთელობას, ვიდრე წარმოგვიდგენია. მსგავსი ფენომენის მიმართ საზოგადოების ინტერესი ოდითგანვე იყო, თუმცა ბოლო წლებში ეს ინტერესი უფრო იზრდება. Ambebi.ge იმ ექსტრასენსთა, პარაფსიქოლოგთა და მკითხავთა ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებიც საქართველოში პოპულარობით სარგებლობენ და მათი მომსახურებით ცნობილი ადამიანები სარგებლობენ. 

ლალი ხელაშვილი
პარაფსიქოლოგი ლალი ხელაშვილი საქართველოში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამტკიცებს, რომ მას აქვს განკურნების და მომავლის წინასწარმეტყველების დიდი ნიჭი. როგორც ამბობენ, მასთან დადიან რიგითი მოქალაქეებიც და პოლიტიკოსი მაღალჩინოსნებიც. თუმცა ინფორმაციას კლიენტების შესახებ არ ასაჯაროვებს. მას პრესაშიც არაერთი პოლიტიკური პროგნოზი აქვს გაკეთებული...


ლალი ხელაშვილი მომავალს პურის ნატეხით ხედავს. "ერთი ნაჭერი პური უნდა გატეხო და რამდენიმე ლუკმა უნდა შეჭამო, სწორედ ამის შემდეგ ხედავს პარაფსიქოლოგი მასთან მისული ადამიანის გასაჭირს და მომავალს", - ამბობს ჩვენთან საუბრისას მისი ერთ-ერთი კლიენტი.  

სართიჭალელი ჩანგო
სართიჭალელ ჩანგოსთან რომ მოხვდე, გრძელ რიგში დგომაა საჭირო, თუმცა ეს რიგი არავის აშინებს. ამბობენ, რომ ცნობილ ადამიანებსაც ხშირად ნახავთ ამ რიგში. ჩანგო ფურცელზე წერს და ასე მკითხაობს. შემდეგ კი კლიენტს დარიგებებს აძლევს, როგორ უნდა მოიქცეს, თუ ჯადო აქვს და ა.შ. ჩანგოს მომსახურება კონკრეტული თანხით არ განისაზღვრება. კლიენტი თავად წყვეტს, რა თანხა დაუტოვოს მკითხავს. 

ნანა მამაგულაშვილი
პარაფსიქოლოგი ნანა მამაგულაშვილი პოლიტიკური პროგნოზებისგან თავს იკავებს. ამბობენ, რომ მასთან განსაკურნებლად დადიან შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, ზოგჯერ კი პოლიციის მაღალჩინოსნებიც ... ნანა მამაგულაშვილს ბაქოშიც იცნობენ, სადაც კარიერის ასაწყობად ცოტა ხნის წინ წავიდა. 

ნანა მამაგულაშვილის ყველაზე ცნობილი კლიენტი, მომღერალი გია სურამელაშვილია. პარაფსიქოლოგთან მოხვედრა ჩაწერით ხდება.
ასევე, მის მომსახურებაში შედის ე.წ. ჩაკრების გახსნა, რომლისთვისაც, მისი თქმით, ეგვიპტეში ამზადებინებს მედალიონებს და ეს საკმაოდ სოლიდური თანხა ღირს. 

მკითხავი დები აჭარიდან
აჭარელ მკითხავ დებს თითქმის მთელი საქართველო იცნობს. მათ მკითხაობის განსაკუთრებული მეთოდი აქვთ. ერთ 

დას სძინავს, როცა მათთან კლიენტი მიდის. ლაპარაკობს გაუგებარ ენაზე, რომელსაც მისი და, ლამზირა თარგმნის და კლიენტს უყვება, რა ელოდება მომავალში. ამბობენ, რომ მათი მომსახურებით ყველაზე ხშირად პოლიტიკოსი ქალბატონები სარგებლობენ. ზუსტად რა თანხა ღირს დების წინასწარმეტყველება, უცნობია.

თამუნა ჯოლოგუა, Ambebi.ge