ვასაძე ხიდაშელს: "ეტყობა გავიწყდებათ, რომ თქვენ ხალხის მიერ არჩეულები კი არა, ერთი კაცის დანიშნულები ხართ"

ბიზნესმენი ლევან ვასაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თინა ხიდაშელს პასუხობს. 

როგორც მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, მას უნდა შეახსენოს მას, რომ ის არ არის ხალხის არჩეული და ერთი კაცის მიერ დასმულია.

"მითხრეს, რომ თინა ხიდაშელს უთქვამს, ლევან ვასაძეს ჩემს ქმართან ურთიერთობა ბევრი მოუვაო და უფასო გაკვეთილებს ჩავუტარებო, მე არ მაქვს ჩემს თავზე დიდი წარმოდგენა, ჩემთვის ნებისმიერ ადამიანთან საუბარი დიდი პატივია, მაგრამ მათ ეტყობა ავიწყდებათ, რომ ისინი ხალხის მიერ არჩეულები არ არიან, ისინი ერთი კაცის დანიშნულები არიან. და თუ თვალში ვეპატარავები, დამიჯდნენ პარლამენტის თავმჯდომარე,
ჩემი ძმაკაცი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერი, რომელიც ჯერ კიდევ მესიმპატიურება ამ კანონის მიუხედავად, მოვიდნენ ამ ეთერში და ანტიდისკრიმინაციულ კანონზე შედგეს დებატები. მოიყვანონ თავისი იურიდიული არგუმენტები, მე ასე მოვალ შიშველი ხელებით, არა იმიტომ, რომ მე მაგარი ბიჭი ვარ, არამედ იმიტომ, რომ რასაც ხალხი ამბობს იმას ვეუბნები. თქვენ ჩართეთ ინტერაქტივი და ესენი თუ ათ პროცენტს აცდნენ, ჩემთვის იქნება დიდი ტრაგედია. მერე შეხედონ იმ შედეგებს და თვითონ გამოიტანონ დასკვნები, თქვენ და ისინი რამდენი ხართ და ჩვენ რამდენი ვართ", - განაცხადა ვასაძემ.