11 წლის ჩინელის საოცარი საქციელი


ჩინელმა ექიმებმა ქედი მოიხარეს 11 წლის ჩინელი ყმაწვილის ცხედრის წინაშე. ლიან ოაოის 8 წლის ასაკში ტვინის სიმსივნე აღმოუჩინეს. ორმა ოპერაციამ უშედეგოდ ჩაიარა, მაშინ ბიჭუნამ მშობლებს სთხოვა, მისი ორგანოები სხვების გადასარჩენად გამოეყენებინათ. „სამყაროში უამრავი ადამიანი კეთილ საქმეებს აკეთებს, მინდა ერთი იმათგანი მეც ვიყო".
ექიმებმა ბავშვს სურვილი აუსრულეს და მისი გარდაცვალების დღეს თირკმელები და ღვიძლი შემდგომი ტრანსპლანტაციისთვის მოამზადეს, შემდეგ ყმაწვილის სარეცელთან შეგროვდნენ და მისი გმირობის საპატივსაცემოდ ქედი მოიხარეს.

(თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ)