თაფლიანი ჩაის სახვევი – მოკლებული სანტიმეტრები და გამქრალი ცელულიტი

ამ პროცედურით არა მხოლოდ ზედმეტ სანტიმეტრებს მოგაშორებთ სხეულის სხვადასხვა ადგილიდან, არამედ გაგიქრობთ ცელულიტს.
თქვენ დაგჭირდებათ:

5 სუფრის კოვზი მწვანე ჩაი (დაფქული);

3 სუფრის კოვზი თაფლი,;

თბილი წყალი.

1 ჩაის კოვზი ჯანჯაფილის ან დარიჩინის ფხვნილი.


ერთმანეთში აურიეთ დაფქული მწვანე ჩაი, თაფლი და ჯანჯაფილი (ან დარიჩინი) და სქელი ფაფის მიღებამდე გახსენით 40-50 გრადუს თბილ წყალში.

დაიდეთ მიღებული მასა პრობლემურ ადგილებზე (მშრალ კანზე), შემოიხვიეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი, ზემოდან ჩაიცვით გრძელი (უმჯობესია პირსახოცის) ხალათი და დაწექით 40-80 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ შხაპით.

იდეალურია ამ პროცედურის კვირაში 2-ჯერ გაკეთება.