ფელიზ ახმედი ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავია თურქეთში. ფელიზის პოპულარობამ პიკს მას შემდეგ მიაღწია, რაც ეკრანებზე ''დიდებული საუკუნე'' გამოვიდა. ამ ისტორიულმა სერიალმა მსახიობს დიდება მოუტანა. ფელიზის პოპულარობა უკვე დიდი ხანია, გასცდა სამხრეთ ევროპას.
ფელიზ ახმედს ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს. ის 1981 წელს 15 აპრილს იუგოსლავიის ქალაქ სკოპეში დაიბადა. ამ ადგილას გაიარა მომავალი მსახიობის ბავშვობამ და იმიტომ თვლის გოგონა მაკედონიას თავის სამშობლოდ. თუმცა მიუხედავად დაბადების ადგილისა, მისი ყველა ნათესავის ფესვები თურქეთშია.
მხოლოდ ეს არაა საინტერესო ფელიზის ბიოგრაფიაში. იუგოსლავიის ომის დროს, როდესაც სერბებსა და მაკედონიას შორის სისხლისმღვრელი ბრძოლა მიმდინარეობდა, ფელიზის ოჯახმა დევნილის სტატუსი მიიღო და მუდმივ საცხოვრებლად შვეციაში გადავიდა.
ასეთი ცხოვრების გამო მსახიობი რამდენიმე ენაზე თავისუფლად საუბრობს. კარგად იცის მაკედონიური, თურქული, შვედური, ინგლისური, ასევე კარგად ესმის სერბული და ბულგარული ენები.
სკანდინავიაზე ცხოვრებისას ფელიზ ახმედმა სამედიცინო ლიცეუმში ჩააბარა, სადაც მედიცინის მუშაკის ხარისხიც მიიღო, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ფელიზი მიხვდა, რომ უფრო მეტი უნდოდა. საბედისწერო აღმოჩნდა მის ცხოვრებაში თეატრალური დადგმა ''იდიოტი'', რომელიც ფელიზმა შვეციაში ნახა.
სპექტაკლმა მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. სწორედ მას შემდეგ დაიწყო მსახიობის კარიერაზე ოცნება. როდესაც იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკებში სიტუაცია დაწყნარდა, მსახიობი კვლავ დაბრუნდა მაკედონიაში.
სადაც ჩააბარა აკადემიაში სამსახიობო ოსტატობას დაეუფლა. მან მოახერხა და გახდა პოპულარული სტუდენტი. გოგონას ყოველთვის მთავარ როლებს აძლევდნენ. თუმცა მან ჩათვალა, რომ ეს არ იყო საკმარისი და სპეციალობის უკეთ დასაუფლებლად თურქეთში გადავიდა სასწავლებლად.
ის მალე შეამჩნიეს და თურქულ ფილმებში ხშირად იღებდნენ. 2007 წელს გოგონა გადაიღეს სერიალში ''მშვიდობით რუმელია''. რომელიც პოპულარობით სარგებლობდა თურქეთშიც და გერმანიაშიც. სერიალმა მაკედონიელ-თურქ გოგონას დიდი წარმატება მოუტანა.
შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო აღიარება გოგონას ''დიდებულმა საუკუნემ'' მოუტანა, სადაც მას ნიგარქალფას როლი აქვს.
დღესდღეობით სერიალიდან წასვლის შემდეგ ფელიზ ახმედი სხვადასხვა ფილმებში თამაშობს. მის პირად ცხოვრებაზე კი არაფერია ცნობილი. დაბეჯითებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება, გოგონა არაა გათხოვილი. მთელ თავისუფალ დროს მეგობრებთან ატარებს და მოგზაურობს.
კესო ლაღიძე
სპეციალურად საიტისთვის
http://www.reitingi.ge/