პატარა გოგონამ ძმა სიკვდილისგან იხსნა



ოგონამ იცოდა, რომ ძმა მძიმედ იყო ავად და რომ მშობლებს არ ჰქონდათ საშუალება, შვილისთვის ემკურნალათ.

ტესიმ გაიგო, როგორ უიმედოდ უთხრა მამამ ატირებულ დედას: - „ახლა ტედის მხოლოდ სასწაული თუ გადაარჩენს“.

მაშინ ტესიმ აირბინა თავის ოთახში და აიღო შუშის ქილა, რომელშიც მისი დანაზოგი ინახებოდა, გადმოყარა იატაკზე მთელი ხურდა და გულდასმით დაიწყო დათვლა. შემდეგ უკან ჩაყარა ფული და აფთიაქში გაიქცა.


გოგონა ჩუმად ელოდა, როდის მიაქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ აფთიაქარი ვიღაც მამაკაცთან საუბრით ისე იყო გართული, რომ პატარა გოგონას ვერც კი ამჩნევდა. ტესიმ ხან ფეხების ბაკუნით, ხან ხმამაღალი ჩახველებით სცადა აფთიაქარის ყურადღების მიქცევა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს გოგონამ ამოიღო ქილიდან ერთი მონეტა და მინის ზედაპირზე დააკაკუნა.

- რა გნებავთ? - იკითხა აფთიაქარმა გაღიზიანებული ხმით. – ვერ ხედავთ, რომ ჩემს ძმასთან ვესაუბრები, რომელიც რამდენიმე წელია, არ მინახავს.

- კარგით, მაგრამ მე ჩემს ძმაზე მინდოდა მესაუბრა, - უპასუხა ტესიმ იმავე ტონით, როგორითაც მას აფთიაქარმა მიმართა. – იცით, ის ძალიან, ძალიან ავად არის... და მე მინდა სასწაული ვიყიდო.

- უკაცრავად, რა?

- ჩემს ძმას ტედი ჰქვია და მის თავში რაღაც ცუდი იზრდება. მამამ თქვა, რომ მხოლოდ სასწაულს შეუძლია მისი გადაარჩენა. ასე რომ, მითხარით, რა ღირს ეს სასწაული?

- გოგონა, ჩვენთან სასწაული არ იყიდება. უკაცრავად, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარებით - უთხრა აფთიაქარმა.

- მისმინეთ, მე მაქვს ფული და შემიძლია გადაგიხადოთ. თუ საკმარისი არ იქნება, შემიძლია, კიდევ ვიშოვო. ოღონდ მითხარით, რა ღირს.

ამ დროს გოგონა იქვე მდგომმა 

ნუცა ბუზალაძე საქართველოში დაბრუნდა
08:51
დღეს დილით „ახალი ტალღა 2014“-ის ქართველი გამარჯვებული ნუცა ბუზალაძე სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნუცას მეგობრები და გულშემატკივრები დახვდნენ.
კარგად ჩაცმულმა მამაკაცმა თავისკენ იხმო.

- რა სახის სასწაული სჭირდება შენს ძამიკოს? – ჰკითხა გოგონას აფთიაქარის ძმამ.

- არ ვიცი - მხრები აიჩეჩა ტესიმ, - მე მარტო ის ვიცი, რომ ის ძალიან ავად არის და დედა ამბობს, რომ მას ოპერაცია სჭირდება, მაგრამ მამიკოს არ აქვს ფული, რომ გადაიხადოს. ამიტომაც მე გადავწყვიტე ჩემი ფულის დახარჯვა.

- რამდენი გაქვს ფული? – ჰკითხა კაცმა ჩიკაგოდან.

- ერთი დოლარი და 11 ცენტი, - უპასუხა ტესიმ. ეს არის მთელი ჩემი ფული, მაგრამ თუ საჭირო იქნება, კიდევ შემიძლია ვიშოვო.

- რა დამთხვევაა - გაიღიმა კაცმა - დოლარი და 11 ცენტი. მან გამოართვა გოგონას ფული, ჩაჰკიდა ხელი და სთხოვა, თავის სახლში წაეყვანა.

- მინდა შენი ძამიკო ვნახო და შენს მშობლებს შევხვდე. გავარკვიოთ, რა სასწაული სჭირდება მას!

ეს მამაკაცი ჩიკაგოდან ცნობილი ნეიროქირურგი კარლტონ არმსტრონგი იყო. მან სრულიად უსასყიდლოდ გააკეთა ოპერაცია ტედის და სულ მალე ის შინ ჯანმრთელი დაბრუნდა. 

დედა და მამა ბედნიერები იყვნენ, როცა ააანალიზებდნენ შემთხვევითი მოვლენების ჯაჭვს, რამაც ქირურგი მათთან მიიყვანა.

ეს ექიმი, ჩურჩულებდა დედა, - ნამდვილი სასწაულია. საინტერესოა, რა ეღირებოდა ეს ყველაფერი?

ტესის ეღიმებოდა. მან ხომ კარგად იცოდა, რა ღირს სასწაული... ერთი დოლარი და 11 ცენტი, პლუს პატარა გოგონას გულწრფელი რწმენა.