ცეცხლში და კვამლში გახვეული "გალფის" ბაზა - აფეთქების ამსახველი ფოტო


"გალფის" ტერმინალზე ამ წუთებში სახანძრო ბრიგადები მუშაობენ. თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს უფროსის, თემურ გიორგაძის ინფორმაციით, წყალსადენის ქუჩაზე რეზერვუარების აფეთქების საფრთხე არ არსებობს. მეხანძრეების ინფორმაციით, ტერიტორიაზე ადამიანები არ იმყოფებიან.
 ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან, რადგან ევაკუაცია ხანძრის პირველი კერის გაჩენისთანავე გამოცხადდა.

სოციალურ ქსელებში კი მომხმარებლები აფეთქებისა და შემდგომი პერიოდის ფოტომასალას აქვეყნებენ.