რუსთავში მამაკაცმა ბავშვი სიკვდილისგან იხსნა, თავად კი გარდაიცვალა


რუსთავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვეპლა, ახალგაზრდა გოგო კი მსუბუქად დაშავდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. "მერსედესის" მარკის "ჯიპის" ტიპის მანქანა ლეონიძის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.

თვითმხილველების თქმით, გზაზე მცირეწლოვანი ბავშვი გადადიოდა, რა დროსაც დიდი სიჩქარით მიმავალი გამოჩნდა, ახალგაზრდა მამაკაცმა ბავშვს ხელი ჰკრა და მანქანას აარიდა, "ჯიპი" მას და მის მეგობარ გოგონას დაეჯახა.


მომხდართან დაკავშირებით აღიძრა საქმე და მიმდინარეობს მოკვლევა.