როგორ ერთობიან ახალგაზრდები ანაკლიაში "კაზანტიპის" დაწყებამდე ერთი თვით ადრე (+VIDEO)

აქართველოში შიდატურიზმი ვითარდება და ქართველი ახალგაზრდები თანდათაობით მეტად ინტერესდებიან რესურსებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, თუმცა, ცხადია, იმისათვის, რომ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდოს, საჭიროა მათთვის რაც შეიძლება მეტი ვიზუალური მასალისა და ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ქართული ტურისტული ზონების მიმართ დაინტერესებას კიდევ უფრო გააღვივებს.

შემთხვევითი არ იყო წინა ხელისუფლების აღებული კურსი, რომელიც ქვეყნის შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმოჩენას ისახავდა მიზნად. კამპანიის ფარგლებში არაერთი სიმღერა და კლიპი შეიქმნა ციკლიდან "მე მიყვარს..."

მართალია, სიმღერები გაჰიტდა და ახალგაზრდებმა ლამაზად გადაღებული საქართველოს კუთხეები იხილეს ტელევიზიითა და Youtube-თ, თუმცა იყვნენ სკეპტიკოსებიც, რომლებმაც ამ ყველაფერზე იქილიკეს...

ასეა თუ ისეა, მასობრივი მედიით ქვეყნის ტურისტული ზონების მეტად წარმოჩენა რომ შიდატურიზმის განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა, ამაზე არავინ დავობს.

ამჯერად ქვეყნის მოქალაქეების და ბევრი უცხოელი ტურისტის ინტერესის ობიექტად ანაკლია იქცა. მიზეზი "კაზანტიპია". გაინტერესებთ, რა პრინციპით შეირჩა ეს საზღვაო დასახლება ფესტივალის ჩასატარებელ ლოკაციად? იხილეთ ვიდეო და შესაძლოა, ბევრმა თქვენგანმა ანაკლია სრულიად სხვა თვალით დაინახოთ...

"ჩაპლინ სტუდიო"-ს ვიდეო