ბადრიჯნის წვენი და ნაყენი ოცამდე დაავადების სამკურნალოდ

სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა მხოლოდ შავი ფერის, წვრილი ბადრიჯანი თესლის მცირე რაოდენობით. გადამწიფებული, მსხვილი ბადრიჯანი არ არის რეკომენდებული, რადგან მავნე ნივთირება სოლანინს შეიცავს.

რით არის სასარგებლო ეს ბოსტნეული? 

* ბადრიჯანში კალიუმის და ნატრიუმის მარილების იდეალური თანაფარდობაა - 5:1, ამიტომაც მისი შარდმდენი ეფექტი აშკარაა. პეკტინის და ტარტანის მჟავების არსებობა ხელს უეყობს ქოლესტერინის გამოყვანას, ათეროსკლეროზის მკურნალობას, აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას. 

* კალციუმის რაოდენობით ბადრიჯანმა გაუსწრო ხახვს, სტაფილოს, წიწაკას, კიტრს, გოგრას. 

* სახსრების სამკურნალოდ უნდა გამოიყენოთ არა მხოლოდ ახალი ბადრიჯნის სეზონი, არამედ გაახმოთ ზამთრისთვის. ამისათვის უნდა გააცალოთ კანი, დაჭრათ თხლად, გაახმოთ და შეინახოთ ქაღალდის ან ნაჭრის პარკში. გამოყენების წინ დაალბეთ წყალში. 

* ბადრიჯნისგან შეიძლება მომზადდეს ნაყენი და წვენი, რომლებიც ეფექტურად გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ათეროსკლეროზის, ღვიძლის, შეშუპებების სამკურნალოდ.

ბადრიჯნის წვენი: ბადრიჯანი გარეცხეთ, გააცალეთ კანი, გახეხეთ სახეხზე და გაწურეთ.
მიიღეთ წვენი 0,5 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამის წინ. ერთი კვირის განმავლობაში. 

ბადრიჯნის ნაყენი: ბადრიჯანი გარეცხეთ, გააცალეთ კანი, დაჭერით წვრილად და დაასხით 250 გ მდუღარე წყალი. დააფარეთ თავსახური და დატოვეთ 30 წუთით. შემდეგ გაწურეთ და გამოიყენეთ როგორც ეფექტური ნაღვლმდენი საშუალება 0,5 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ.