„მოდი, აქ დაჯექ, ქალო“ - პატიმრების სიმღერა, რამაც გიგი უგულავა გლდანის ციხიდან გააქცია!

„მოდი, აქ დაჯექ, ქალო!!!“ - ამ სიმღერით შეხვედრიან, თურმე პატიმრები, როგორც იქნა, გაბაწრულ გიგი უგულავას, როგორც კი თავი გლდანის ციხეში შეუყვია... ეს ქვეყნად დამდგარი ჯოჯოხეთის პირველი საზვერვე გამოდგა ყოფილი ჩინოსნისათვის, რომელმაც, არც მეტი, არც ნაკლები, ვერ გაუძლო და უტირია, უთქვამს, „აქედან წამიყვანეთო“... 


ციხე ის ადგილია, სადაც ნაღდად არავის ემღერება და თუ უგულავას ასე შეხვდნენ, ეს „ნაციონალებისგან“ გამწარებული ხალხის ამოძახილი იყო, ეს ის განაჩენი იყო, რომელიც პატიმრებმა მისვლისთანავე გამოუტანეს ციხის ახალ ბინადარს“, - წერს „ქრონიკა“.