"მ.......თ პროცედურული დემოკრატია" - ხაჩიძის "მორბენალი სტრიქონი" ღარიბაშვილის გამოსვლისას


"მ.......თ პროცედურული დემოკრატია" - ამ შინაარსის მორბენალი სტრიქონი გამოჩნდა პარლამენტში დეპუტატ გოგა ხაჩიძის ტელეფონის ეკრანზე ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს.

იქამდე, დავით უსუფაშვილის დავალებით, გოგა ხაჩიძეს პრემიერისთვის შეკითხვის დასმის დროს მიკროფონი გამოურთეს. ხაჩიძე მობილურ ტელეფონში ჩაწერილ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას დეპუტატებს ასმენინებდა,
როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკურ პერსონალს მიკროფონის გათიშვა სთხოვა.

პარლამენტი დღეს მთავრობის ნდობის საკითხს განიხილავს.