გოჩა ციცქიშვილი: მსურს მივმართო რუსთავი-2 ის ჟურნალისტს დიმიტრი ობოლაძეს და მის ხელმძღვანელობას...

მსურს მივმართო რუსთავი-2 ის ჟურნალისტს დიმიტრი ობოლაძეს და მის ხელმძღვანელობას, გასული კვირის, მგონი ''შუადღე''-დ წოდებულ გადაცემაში გამოთქმულ და რამდენჯერმე გამეორებულ შეურაცხმყოფელ ფრაზებს რუს ერთან და მათ მომხრეებთან მიმართებაში. კერძოდ- დიმა ობოლაძემ გადაცემაში რუსები და მათი მომხრეები მოგვიხსენია ღორებათ! მან ეს რამდენჯერმე გაიმეორა და როდესაც მეორე წამყვანმა გოგონამ, შეაფასა რა სიტუაცია და მისი გამოსწორება სცადა, დიმა ობოლაძემ ზიზღის დაუფარავად და რუსეთის მომხრების დიდი აუდიტორიისთვის დასადასტურებლად ურჩია '' საზოგადოებრივი ქსელებში ენახათ რა ხდებოდა!''



გარდა ამ შეურაცხმყოფელი განცხადებისა, დიმა (დიმიტრი) ობოლაძემ მალაიზიის კუთვნილი თვითმფრინავის,''ბოინგ-777''-ის ჩამოგდებაში ფაქტიურად ხელი დაადო რუსეთის მთავრობას და მის პრეზიდენტს (?!)მოგეხსენებათ რომ ჯერ ძიება არ დამთავრებულა აღნიშნულ საკითხზე და დიმა ობოლაძემ, სავარაუდოთ, რუსი ერის, მათი მომხრეებისა და მისი ლიდერის დაუფარავი, უსაზღვრო ზიზღიდან გამომდინარე შეგნებული პროპაგანდა გაუკეთა ანტირუსულ განწყობას რამდენიმე მილიონიანი აუდიტორიის წინაშე, რომელსაც სატელიტის საშუალებით და მათივე რწმუნებით საქართველოს გარდა, მთელი ევროპა და ამერიკის კონთინენტი ადევნებს თვალყურს.

დიდი იურისტობა არაა საჭირო რომ მიხვდეს ადამიანი რამდენი დარღვევა იყო ამ რამდენიმე წამიან ეპიზოდში ''გამარჯვებული ხალხის'' და ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზიის ეკრანიდან. ჩვენ კარგად ვიცით და გვესმის რუსთავი-2 ის შიდა განწყობა და აღებული კურსი, მაგრამ...მით უფრო გასაკვირია დემოკრატიის მქადაგებლი და ევროპული ღირებულებების მქონე ტელე-კომპანია თავის თავს ეწინააღმდეგებოდეს და მსგავს უხეშ-არადემოკრატიულ, საერთაშორისო სამართლის ნორმებს ასე უპატივცემულოდ არღვევდეს საკუთარი მოსაზრებების და განწყობის გამოსახათავად!

ამ კადრების შემხედვარეს უნებურად გიჩნდება გრძნობა ,რომ კანონი (და არა მარტო,... სხვა ბევრი სიკეთეც) შერჩევითია, ეს უბრალოდ და ''ლაითად'' რომ ვთქვათ. არა აგრესიით ზიზღით, არამედ საერთაშორისოდ და ჩვენს მიერ ცნობილი და ხელმოწერილი კანონების და კონვენციის უზენაესობის დაცვით, ევროპული და არა ნეპოტიზმით დაჯერებული მიდგომით ჩვენს პრაქტიკაშიც ვიხილოთ მათგან ქებული და ჩვენთვის საინტერესო ევროპული სამართალი!

საინტერესოა როგორ მიდგომას და რეაქციას დააფიქსირებს კომპანიის ხელმძღვანელობა საკუთრი ჟურნალისტის საქციელზე და ჩვენს მიერ საქვეყნოდ წაყენებულ პრეტენზიაზე. კერძოდ - ტელეკომპანიისგან და მის ჟურნალისტად წოდებულ დიმა (დიმიტრი) ობოლაძისგან ჩვენ მოვითხოვთ საჯაროდ-იგივე ეკრანიდან, იგივე გადაცემაში საზოგადოებრივ ქსელებში,გაზეთ ''საქართველო და მსოფლიო"-ს ფურცლებზე საქვეყნოდ მოიხადოს ბოდიში და ასევე საქვეყნოდ განაცხადოს ჟურნალისტის კარიერაზე უარის თქმის შესახებ! ასევე მოვითხოვთ აღნიშნული კომპანიისგან და ხსენებული მათივე თანამშრომლისგან მორალურ ზიანის (არა ერთგზის შეეურაცხყოფა ერისა და პიროვნების-ამ შემთხვევაში ერის რჩეულის მიმართ მიმართ, ხალხთა შორის დაპირისპირების აშკარა მცდელობა და შუღლის გაღვივება, ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებით უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა და პროპაგანდა)

გოჩა ციცქიშვილი, მუსიკოსი