დავით ბაქრაძე: ველოდები, რომ ირაკლი ალასანიასთან ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი ქვეყნის პროდასავლური არჩევანი

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მზად არიან, ირაკლი ალასანიასთან და სხვა პროდასავლურ პარტიებთან  ერთად  დააფიქსირონ ქვეყნის პროდასავლური არჩევანი.

მისი  თქმით, მმართველი კოალიციის დაშლის ლოგიკური დრო  მოვიდა.



„მიმდინარეობს სრულფასოვანი, სრულმასშტაბიან პოლიტიკური კრიზისი და ეს პოლიტიკური კრიზისი გახლავთ ლოგიკური შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ხელისუფლება წლების განმავლობაში,  დაპირისპირებაზე, დევნაზე, განსხვავებული აზრის გამოთქმის წინააღმდეგ პროკურატურის გამოყენებით ატარებდა. შესაბამისად, ლოგიკურად მოვედით დღევანდელ დღემდე, როდესაც უკვე საბოლოოდ მოხდება მმართველი გუნდის კოალიციის დაშლა.  მე ველოდები, რომ ირაკლი ალასანიასთან და ყველა პროდასავლურ პარტიასთან ერთად  ჩვენ მზად ვიქნებით,  დავაფიქსიროთ ჩვენი ქვეყნის პროდასავლური არჩევანი",-განაცხადა დავით ბაქრაძემ.