ნინი შერმადინი გარდაცვლილაო?

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მომღერალმა „ფეისბუქის“  საკუთარ გვერდზე ასეთი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: „ჩემზე ჭორი გავრცელებულა გარდაიცვალაო, და რითი, იქნებ ესეც გამირკვიოთ?“

ამ სტატუსს „ფეისბუქზე” დიდი მხიარულება და სახალისო კომენტარები მოჰყვა.

 „არ დაიჯერო ნიინ, ძალიან დიდხან იცოცხლეეებ“ - წერს ერთი მეგობარი.

 „მომატებული სიყვარულით გარდაიცვალაო“ - დაასკვნა მეორემ.


  „ამ ჭორზე არაფერი გამიგია“ - დაწერა  ლაშა ონიანმა.

 „ნოდიკომ გამომიტირა უკვე“... - უპასუხა ნინი შერმადინმა.