შავი პრინცი: „ამ სიმაღლის გოგოს ორი სანტიმეტრი ტვინი მაინც არ უნდა ჰქონდეს, რომ ამაზე იფიქროს?!“

უკანალზე „რაჭულის“ დაკვრაში მონაწილე მარი ბაბეტას შვილის მამა, შავი პრინცი აცხადებს, რომ იგიმისი ცოლი არასოდეს ყოფილა და მარისნაირმა უამრავმა გაიარა მის ცხოვრებაში.

 „ხელის მაგივრად სხვა რამ რომ ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა. მოერიდა ალბათ ამ ბიჭს ან გოგონებს. ეს არაფერია, ტამტამს უფრო კარგი ხმა აქვს, ვიდრე ამათ უკანალებს. სუსტი უკანალები აქვთ. სუსტი უკანალი ხმას არ გამოსცემს. ფიტულს ხმა არ აქვს. მარი ბაბეტას ტრაკს უპარტყუნებენ ხელს.


მას ამაზე უარესებიც გაუკეთებია და კიდევ უფრო უარესს ველოდები. ვინ ამბობს, რომ მე მარის ყოფილი ქმარი ვარ?! ჩვენ არც ჯვარი დაგვიწერია და არც ხელი მოგვიწერია. მარისნაირმა უამრავმა გაიარა ჩემს ცხოვრებაში. უბრალოდ ისინი შვილებს არ აჩენდნენ ჩემგან. ამან გააჩინა და სწორედ მასზე უნდა იფიქროს ახლა.

რამდენიმე წელში ჩვენი საერთო შვილისთვის ეს ყველაფერი მძიმე სანახავი იქნება. ამ სიმაღლის გოგოს (2 მეტრი მაინც იქნება სიმაღლეში) ორი სანტიმეტრი ტვინი მაინც არ უნდა ჰქონდეს რომ ამაზე იფიქროს?!

მე როგორც რეპერს, ამაზე უკეთესი უკანალებიც მინახავს, ამაზე უკეთესი გოგოებიც და ამაზე უკეთესი შოუებიც დამიდგამს. მალე პრემიერისთვის ვემზადები და იქ ნახავთ როგორები უნდა იყვნენ გოგოები და რა უნდა გამოაჩინონ, ხელოვნება რომ გამოვიდეს“, -აცხადებს შავი პრინცი.