"სახლი არ მაქვს და ვიყიდი" - რამდენი დაუქვითეს ნუცა ბუზალაძეს იურმალაში მოგებული ფულიდან

ახალი ტალღა 2014"-ის გამარჯვებული ნუცა ბუზალაძე პროდიუსერებთან, ლელა წურწუმიასა და კახა მამულაშვილთან, ასევე, რუსა მორჩილაძესთან ერთად "იმედზე" "დღის შოუს" სტუმრობდა. ნუცამ თავის განცდებზე და იურმალაში გატარებულ დღეებზე ისაუბრა; ასევე, გაამხილა, რომ მოგებული ფულით ბინის ყიდვას აპირებს, რადგან ამჟამად ნაქირავებში ცხოვრობს. ნუცას სიურპრიზი გაუკეთა კომპანია "გალფმა" და მომღერალს 10 000 დოლარი აჩუქა.