აღარ შეგვიძლია, წადით ხალხო თავი დაგვანებეთ, ნუ შეგვჭამეთ - ლალი ბადურაშვილი

"იქნებ კარგიც კია,რომ ალაპარაკებენ, იქნებ კიდევ უფრო გაღიზიანდეს მოსახლეობა და ამათი ბუნდღა აღარ დატოვოს"

მსახიობი ლალი ბადურაშვილი, გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.


„სააკაშვილი მოუშორებელ ჭირად გვექცა, როგორც კი ეს ავანტიურისტი ტელევიზორში ჩნდება, კანკალი მეწყება. აღარ შეგვიძლია. წადით ხალხო თავი დაგვანებეთ, ნუ შეგვჭამეთ, იქნებ კარგიც კია, რომ ალაპარაკებენ, იქნებ კიდევ უფრო გაღიზიანდეს მოსახლეობა და ამათი ბუნდღა აღარ დატოვოს.

ლადო ბედუკაძის საქციელი, რომელმაც ციხის კადრები სააშკარაოზე გამოიტანა გმირობის ტოლფასია, ნიღაბი ჩამოგლიჯა ამ ნაძირლებს.

სააკაშვილი აქ ვერ დაბრუნდება, შევაკვდები და არ შემოვუშვებ, მე ლალი ბადურაშვილი, დავრაზმავ ჩემს ჯერ კიდევ ცოცხალ, ასაკოვან ქალბატონებს და განგაშის ზარებს დავარისხებთ.

მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს , რომ არ მოხდეს დესტაბილიზაცია. ხმამაღლა ვაცხადებ, თუ ქვეყნის გადარჩენას სჭირდება, იმოქმედოს სააკაშვილისავე მეთოდებით და მიახვრიტოს ის , ვინც მისახვრეტია!“

ბადურაშვილი მიხეილ სააკაშვილის ბებიას მიმართავს : „რა ვქნა, მზია , მიშა ჩემი შვილიშვილი რომ იყოს, ჩემი ხელით ჩავქოლავდი, იმდენი უბედურება დაატრიალა“