დღეს ტემპერატურა მინუს 10 გრადუსამდე დაეცემა - ამინდის პროგნოზი


მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს. მოსალოდნელია თოვლი და ყინვა. საქართველოში 4-5 ნოემბერს სინოპტიკოსები ყინვას ელოდებიან. გარემოს დაცვის სამნისტროს სპეციალისტების განმარტებით როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ნალექია მოსალოდნელი,
მაღალ მთაში კი თოვა. ,,დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დარჩება წვიმა, მთაში და მაღალ მთაში მოთოვს. 4 ნოემბერს მთიან რაიონებში კვლავ მოსალოდნელია მცირე ნალექი თოვლის სახით. 4 და 5 ნოემბერს ტემპერატურამ მაღალმთიან რაიონებში შესაძლოა მინუს 10-15 გრადუსს მიაღწიოს. ამავე დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა მინუს 3-დან 5 გრადუსამდე დაიწევს“, - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავარმა სპეციალსიტმ