როგორ ვუმკურნალოთ ფეხის თითებს შორის სოკოს

კანის სოკოვანი დაავადების (მიკოზი) დროს გარეგანად გირჩევთ წაისვათ კასტელანი 2 დღე 2-ჯერ დღეში, შემდეგ ლამიზილის მალამო 10 დღე 2-ჯერ დღეში. ჩაიცვით მხოლოდ ბამბის წინდები. გარდა ამისა, ფეხსაცმელი უნდა გაიწმინდოს ფორმიდრონის ხსნარში დასველებული ბამბის ტამპონით და 24 საათით მოთავსდეს ცელოფანში, ამის შემდეგ გაანიავეთ სუნის გაქრობამდე.