"მშია, ვერ გამიყოფთ პურს?" - როგორ პასუხობენ თბილისში მშიერი ბიჭის თხოვნას

"პალიტრის" ჟურნალისტების ჯგუფი საგანგებოდ ქმნის ექსტრაორდინარულ სიტუაციებს და ფარული კამერით იღებს მოქალაქეებს, რომელთა რეაქციები და საქციელი განსასჯელად გამოაქვს გადაცემაში "კაცია-ადამიანი?!".

ამჯერად, სოციალური ექსპერიმენტი კვების ობიექტების სიახლოვეს ჩავატარეთ. ახალგაზრდა მამაკაცი თხოვნით მიდის გამვლელებთან, რომლებმაც საცხობში ახლახან იყიდეს პური თუ სხვა ცომეული. "მშიერი" ბიჭი მათ ლუკმის გაყოფას სთხოვს. როგორ პასუხობენ თხოვნას თბილისელები, ნახეთ ვიდეოში.