მიშა გასიტაშვილმა დაბადების დღე ამსეტრდამში "ბიონსესთან" ერთად აღნიშნა

ცნობილი სტილისტი მიშა გასიტაშვილი დღეს იუბილარია. მიშამ დაბადების დღე ამსტერდამში პოპ-დივა "ბიონსესთან" ერთად აღნიშნა - სტილისტი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ცვილის ფიგურების მუზეუმში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. მიშას ამსტერდამში მასპინძლობას მისი მეგობარი, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი კიკბოქსინგში, გიგა ჭიკაძე უწევს.


აღსანიშნავია, რომ შარშან

საყვარელ სტილისტს დაბადების დღე გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილის მეუღლეებმა - ლელა კილაძემ და თაკო სალაყაიამ პარიზში გადაუხადეს.I