ფანჯრიდან გადმომხტარი თვითმკვლელი გოგონა შეყვარებულმა დაიჭირა

კამათის შემდეგ ჩინელმა გოგონამ შეყვარებული სახლიდან გააგდო და ოთახში ჩაიკეტა. როგორც ჩანს, ბიჭი მიუხვდა განზრახვას და ქვედა სართულზე მეზობელთან ჩავიდა. სწორედ ამ დროს გადმოხტა გოგონა ფანჯრიდან, თუმცა თვითმკვლელობის მცდელობა ჩაეშალა - შეყვარებულმა მისი დაჭერა მოახერხა.