ხაჭოს ვარენიკები

ინგრედიენტები:
ფქვილი 400 გ
მარილი 1 ჩ.კ
თბილი წყალი 200 გ
ხაჭო 400გ
ფქვილს დავამატოთ მარილი და 200 გ წყალი. მოვზილოთ ცომი. დავასვენოთ და მანამდე მოვამზადოთ გულსართი.
ხაჭო ჩანგლით დავშალოთ და გავაფხვიეროთ, დავამატოთ ცოტა მარილი.
ცომი გავაბრტყელოთ, გამოვჭრათ რგოლები, ჩავუდოთ გულსართი და შევაწებოთ გვერდები. (ზოგიერთი ვარიაციით, ხაჭოს ამატებენ ცოტა შაქარს, ვანილს და კვერცხის გულს.)
მოვხარშოთ მარილიან მდუღარე წყალში. ჩაყრის შემდეგ ფრთხილად მოვურიოთ ხის კოვზით. ვარენიკები რომ ამოტივტივდება ზედაპირზე, 2 წუთში ამოვიღოთ. გადავუსვათ კარაქი. შეგვიძლია მივირთვათ არაჟნითაც