გიორგი მარგველაშვილი - სამი მინისტრის წასვლა არ არის იოლი, რადგან ისინი არიან პროდასავლელი პოლიტიკოსები

სამი მინისტრის წასვლა არ არის იოლი თემა, ეს იყო იმიჯის თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ისინი არიან პროდასავლელი პოლიტიკოსები , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "მაესტროს" გადაცემა "სუბიექტურ აზრში" სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ძალიან არასასიამოვნოა.

"საბოლოო ჯამში, ეს ვითარება იყო არასასიამოვნო ქვეყნისთვის და ეს შეხვედრების დროსაც აქტიურად წამოვიდა. ეს არ იყო უბრალოდ ტელევიზიაში გათამაშებული პოლიტიკური პიარის ნაწილი, ეს იყო ქმედებები, რომელმაც გამოიწვია სამი მინისტრის წასვლა ხელისუფლებიდან, რომელსაც ნათლად ჰქონდათ პროდასავლური მინისტის იმიჯი, სერიოზული და კარგი კავშირები ჰქონდათ დასავლეთთან. ეს რესურსი დღეს ჩანაცვლდება. მე მაინტერსებს ის, რამდენად ეფექტურად ვიმუშავეთ დღეს დასახული მიზნებისთვის, სამი მინისტრის წასვლა არ არის იოლი თემა. ეს იყო მნიშვნელოვანი რესურსი იმიჯის თვალსაზრისითაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი არიან პროდასავლელი პოლიტიკოსები", - განაცხდა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, იგი კოალიციის საქმეებში არ ერევა.


http://www.interpressnews.ge/